ფლორიდის სანაპიროებთან ქარიშხალი ჰელენი მძვინვარებს

27 სექ 2024

ამერიკის ფლორიდის შტატს ქარიშხალი ჰელენი უტევს.  ქარიშხალს თან ახლავს ძლიერი წვიმა.  ფლორიდაში  დაიტბორა გზები და დაიხურა აეროპორტები. სანაპირო ზოლის დიდ ნაწილს ქარიშხალი გამანადგურებელი შედეგებით ემუქრება.

ჰელენი მე-4 კატეგორიის ძლიერ  ქარიშხალად  ხუთშაბათს გადაიქცა, მის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 209 კილომეტრით განისაზღვრა.

ქარიშხლების ეროვნული ცენტრი ვარაუდობს, რომ ჰელენი  კიდევ უფრო გაძლიერდება და  სანაპიროს ზოგიერთ ადგილას შესაძლოა 6 მეტრიანი ტალღები წარმოქმნას.