მდინარე კინტრიშმა ცხედარი გამორიყა   

09 აპრ 2017

მდინარე კინტრიშმა,  50 წლამდე მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების ცნობით,  გამოძიება  სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარს ამჟამად ექსპერტიზა უტარდება.