ჩაქვში, ავეჯის საწარმოში ხანძარია

26 სექ 2024

ჩაქვში, ავეჯის საწარმოში ხანძარია. ადვილად აალებადი მასალის გამო, ცეცხლი კომერციულ ფართს მალევე მოედო.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე  სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა იმყოფება. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.