შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილს 1 000 მსჯავრდებული ელოდება

25 სექ 2024

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სალომე ზურაბიშვილს „პრეზიდენტის ინსტიტუტი მისი უკანა ეზო ჰქონია“.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს 1 000 მსჯავრდებული ელოდება.  ისინი გუშინ და გუშინწინ უკვე თავიანთ ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ არ არიან იმიტომ, რომ მისი თქმით,  სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეებზე ფიქრი ეზარება და დიდი პოლიტიკითაა დაკავებული.