მაჭახლობა- სახალხო დღესასწაული

24 სექ 2024

ხელვაჩაურში დღეს მაჭახლობა იზეიმეს. სახალხო დღესასწაული სოფელ სინდიეთში გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი რეწვის ნიმუშები, თოფი მაჭახელა თავისი ერთადერთი ოსტატით და ხეობის უძველეს მარანში დაწურული ღვინო.

მაჭახლობა ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია და იგი ისტორიული ხეობის პოპულარიზაციას ემსახურება, იგი ტრადიციულად 2007 წლიდან აღინიშნება.