ჩინეთმა მხარდაჭერა გამოუცხადა ლიბანს 

24 სექ 2024

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი   ნიუ-იორკში თავის ლიბანელ კოლეგას აბდალა ბუ ჰაბიბს შეხვდა.  მათ პოზიციები გაცვალეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით - ნათქვამია ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვანგმა  ჰაბიბს განუცხადა, რომ ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ლიბანს მისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით, ხოლო მკაცრად გმობს  ისრაელის ფართომასშტაბიან საჰაერო თავდასხმებს ლიბანზე.