„მომავლის ხედვა შავი ზღვის რეგიონისთვის“ - ფორუმი

23 სექ 2024

რეგიონული სტაბილურობის ფორუმი მიმდინარეობს თბილისში, რომლის თემაც შავი ზღვის რეგიონის ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოებაა ახალი საფრთხეების და ცვალებადი გარემოს პირობებში.

ფორუმზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში, ჰიბრიდული საფრთხეები და დეზინფორმაცია არსებული ბირთვული და რადიაციული საფრთხეების კონტექსტში, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების ანალიზი და პრევენციის სტრატეგიები.