"ნამეფვარობა" - სახალხო დღესასწაული ქედაში

22 სექ 2024

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში სახალხო დღესასწაული „ნამეფვარობა“ აღნიშნეს. გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.   დღესასწაული პანდემიის შემდეგ პირველად განახლდა. „ნამეფვარობის“ დღესასწაული, როგორც ადგილობრივები ამბობენ,  ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.