ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ დასრულდა

21 სექ 2024

ლიტერატურული ფესტივალი ,,ზე-კართან“ აჭარის მაღალმთიანეთში უკვე დასრულდა. მწერლები, პოეტები და ხელოვანები  ქედას  შუახევსა და ხულოს სამი დღის განმავლობაში სტუმრობდნენ. საჯარო დისკუსიები, ლექციები, წიგნების განხილვა,  ხელნაკეთი  ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ფილმის ჩვენება -- ეს ყველაფერი  აღნიშნულ  ღონისძიებაში იყო თავმოყრილი. საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ყოველწლიურად  უერთდებიან საზოგადო მოღვაწეები,  იზრდება დამსწრეთა რაოდენობაც. ფესტივალი 2013 წლიდან ტარდება მისი ფინანსური მხარდამჭერი აჭარის განათლების სამინისტრო და შუახევის კულტურის ცენტრია.