კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმე

20 სექ 2024

ამ წუთებში სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს სადაც მოსამართლე კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

ბექა ჯაიანს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე აქვს ბრალი წარდგენილი, - რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, 26 წლის კაცმა მკვლელობა წინასწარ დაგეგმა და წინასწარ  შეძენილი დანით კესარია აბრამიძეს 28 ჭრილობა მიაყენა.