თოჯინების მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

20 სექ 2024

23 სექტემბრიდან ბათუმის მეორე საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი იწყება.  ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით თოჯინების თეატრში პრესკონფერენცია გაიმართა. საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 14 სპექტაკლის ჩვენება, აქედან 4 არასაკონკურსოა

გამარჯვებულ სპექტაკლებს 5 წევრიანი ჟიური შეარჩევს. ფესტივალში 6 ქვეყნის თეატრალური დასი მონაწილეობს, ჩვენებები 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

პარალელურად დაგეგმილია სემინარები და წარმოდგენები ღია ცის ქვეშ.  საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 27 სექტემბერს დასრულდება.