ისრაელი ომის ახალ ფაზას აანონსებს

19 სექ 2024

ისრაელის თავდაცვის მინისტრის   განცხადებით, ომი ახალ ფაზაში გადადის.  მანამდე მან განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები ქვეყნის ჩრდილოეთით გადაინაცვლებდნენ.      

იოავ გალანტის  ამ განცხადებას წინ უძღოდა „ჰამასის“ მებრძოლების პეიჯერებისა და რაციების აფეთქება, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.