ლიბანში პეიჯერებისა და რაციების აფეთქებების მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

19 სექ 2024

ჰეზბოლას წევრების მიერ გამოყენებული მოწყობილობების აფეთქებიდან მეორე დღეს აფეთქება მოხდა  დაკრძალვის ცერემონიაზე  ლიბანის სამხრეთში მდებარე ქალაქში. 

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია  20 ადამიანი  და 450-ზე მეტი დაშავდა.

იმის მიუხედავად, რომ ისრაელის ოფიციალური პირები კომენტარს არ აკეთებენ, უსაფრთხოების წყაროები ამტკიცებენ, რომ თავდასხმების უკან ისრაელის ჯაშუშური სააგენტო მოსადი დგას.