იქნება თუ არა ერთობა? გახარია და ხაზარაძე ჯერ კიდევ ფიქრობენ

18 სექ 2024

შეცვლის თუ არა პოლიტიკური ერთობა, პოლიტიკურ მტრობას, მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას პოლიტიკური ქორწინების ინიციატორი სალომე ზურაბიშვილია, ჯერ კიდევ გუშინ, სადილი რომელზეც პრეზიდენტი ორივე პარტიის ლიდერს ეპატიჟებოდა, ვახშმამდე გადაიწია მიზეზი კი ორი პოლიტიკური ძალის პირისპირ მოლაპარაკებები გახდა, მიუხედავად ამისა ერთი დღე საკმარისი არ აღმოჩნდა და გადაწყვეტილება ხაზარაძის გუნდს ამ დრომდე არ მიუღია, შესაძლო ერთობას აფასებენ როგორც მმართველ გუნდში ასევე ოპოზიციაში.