აშშ-ს ელჩის შეხვედრა ბიზნესმენებთან

18 სექ 2024

დღეს, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრა გაიმართა.

ელჩმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკასა და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.