საოპერო კოსტუმების გამოფენა

16 სექ 2024

სასცენო კოსტიუმების გამოფენა -დეფილე გაიმართა აჭარის ხელოვნების მუზეუმში. ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში 20 -მდე მოდელმა სხვადასხვა ცნობილი ოპერის სახეები გააცოცხლეს. 

მხატვარ  -სცენოგრაფის , ნეიკო ნეიძის კოსტუმების ნახვა მუზეუმში 22  სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი, სამოსელი დეფილეს შემდეგ მანეკენებზე იქნება გამოფენილი,ასევე წარმოდგენილია საოპერო დეკორაციებისა და კოსტიუმების ესკიზები.