რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი საზღვაო წვრთნები

16 სექ 2024

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტისა  და ჩინეთის საზღვაო ძალების გემებმა იაპონიის ზღვაში  „ოკეანე-2024-ის“ ფარგლებში სარაკეტო და საზღვაო საარტილერიო წვრთნები ჩაატარეს.  განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და ერთობლივი  წვრთნების ვიდეოს აქვეყნებს.

თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წვრთნებში 15-ზე მეტი რუსული ხომალდი მონაწილეობდა, მათ შორის წყნარი ოკეანის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი ვარიაგი.

საზღვაო წვრთნები სახელწოდებით ოკეანე-2024, პოსტსაბჭოთა რუსეთის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნებია. მასში მონაწილეობს სხვადასხვა ტიპის  400 გემი, 125 თვითმფრინავი და 90 ათასი სამხედრო მოსამსახურე. ამ მონაცემებს  რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.