14 სექ 2024
ხულოს მერიის ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის განყოფილება საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის კურორტ გოდერძიზე ახალგაზრდულ ბანაკს მასპინძლობს. მონაწილეები სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და ინტელექტუალურ აქტივობებში არიან ჩართული.
როგორც გვიყვებიან მსგავსი აქტივობა მათთვის გამოცდილების გაზიარების, ახალი მეგობრების შეძენის, საჯარო გამოსვლების ხელოვნების დაუფლების, აუდიტორიის შეჩვევის, სამოქალაქო აქტივიზმის ზრდის წინაპირობაა.