რომაული ფესტივალი

12 სექ 2024

რომაული ფესტივალი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიოს ციხეში წელსაც პომპეზურად ჩატარდა. ღონისძიების მიზანია იმ რომაული ეპოქის გაცოცხლება, რაც საუკუნეების წინ ციხის ტერიტორიაზე ხდებოდა. 

ფესტივალზე I-III საუკუნეების რომაელი ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრება განასახიერეს. მაყურებელმა იხილა ანტიკური თეატრალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი, გლადიატორთა ორთაბრძოლა, რომაული ცეკვები,  ანტიკური ფრესკები,რომაული სამოსი, რომაული სამზარეულო.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალი იყო და გონიოს ისტორიულმა ციხემ უამრავ ადგილობრივსა და ვიზიტორს უმასპინძლა.