ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება კორეასთან

09 სექ 2024

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ  მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.

ეკონომიკური პარტნიორობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მას შემდეგ, რაც შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულდება, საქონლისა და მომსახურების ქართველი მიმწოდებლები კორეის სამომხმარებლო ბაზარზე შესვლისას თავისუფალი ვაჭრობის წესებით ისარგებლებენ.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას ინვესტიციების, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და სხვა სექტორებში.