ფესტივალი „არგანი 2024“

03 სექ 2024

ფესტივალი „არგანი 2024“ გრძელდება. ყოველ საღამოს ბათუმის ცენტრალურ პარკში ფოლკლორული კონცერტები იმართება. ფესტივალის ფარგლებში მოწყობილია ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა. პარალელურად მეწარმეებს წარმოდგენილი აქვთ თაფლი და ღვინო. ფესტივალი  9 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხოლო ღონისძიების მუსიკალური ნაწილი 20 საათიდან იწყება და 23 საათამდე გრძელდება.