უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა

03 სექ 2024

აჭარის უმაღლესი საბჭოს საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა. სხდომაზე 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარინე გვიანიძემ წარადგინა.

მისი თქმით, 2 კვარტლის მონაცემები უწყებების მიხედვით, გაზრდილი მაჩვენებლებითაა წარმოდგენილი, რაც დადებითად აისახება სამინისტროების საქმიანობაზე.

ამასთან უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს თემატური მოკვლევის ანგარიში წარადგინა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.