დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ორი ქართველი იასპარეზებს

03 სექ 2024

 

დღეს პარიზის პარალიმპიურ თამაშებში ქართველი პარა მოფარიკავეები ჩაერთვებიან. ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანი (კატეგორია B) და ნინა თიბილაშვილი (კატეგორია A) იასპარეზებენ. შეჯიბრი, თბილისის დროით, 15:00 საათზე დაიწყება.

საფინალო ბლოკი კი 22:00 საათზე აიღებს სტარტს. პარალიმპიური თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და პირველი არხი სპორტი გადმოსცემს.

ამ დროისთვის საქართველოს 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს. ამ შედეგით კი საქართველო პარალიმპური თამაშების მონაწილე 169 ქვეყანას შორის 41-ე ადგილზეა.