საბა საზონოვი “ემპოლიში”ითამაშებს

30 აგვ 2024

საბა საზონოვი ერთ წლიანი იჯარით იტალიის “სერია ა”-ს კლუბ “ემპოლიში”ითამაშებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი “ტორინოს” საკუთრებაა ,რომლის შემადგენლობაშიც ჯამში 13 მატჩი ჩაატარა.

"ემპოლიში" კიდევ ერთი ქართველი მცველი, საბა გოგლიჩიძე ირიცხება, ხოლო თავის წარსულში ამ გუნდში ლევან მჭედლიძეს და ირაკლი შეყილაძეს უთამაშიათ.