კინოჩვენება ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრში

27 აგვ 2024

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში,  კინო კლუბის პროექტის  ფარგლებში კინოჩვენება და განხილვა გაიმართა. ნაჩვენები იყო დიტო ცინცაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “სტუმრები”, იან შვანკ მაიერის “საკვები” და იური ნორშტეინის - „ზღაპართ ზღაპარი“.კინოკლუბის წევრებს რეჟისორი ანი ნინიძე ესაუბრა და ნანახი ფილმები განიხილეს.  კონოჩვენებების პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის ახალგაზრდულ ცენტრში წლის განმავლობაში 12 -მდე ფილმის ჩვენებაა დაგეგმილი.