პრემიერი ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

25 აგვ 2024

რაჭაში შაორის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე ბანაკის მონაწილეებს განათლების სისტემისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისკენ მიმართულ პროექტებზე ესაუბრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური ბანაკში პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.