„ქართული ოცნების“ გზავნილი ოპოზიციას

25 აგვ 2024

„ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადება შემდეგ კი ოპოზიციის მანდატების გაუქმება - ასეთია „ქართული ოცნების“ გეგმა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მანდატების გაუქმება, ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება იქნება. ოპოზიციის ნაწილი, მმართველი გუნდის გზავნილს მუქარად აღიქვამს, ნაწილი კი რევანშზე საუბრობს.