პუტინი ამერიკის საჰაერო თავდასხმებს ჰომსში მდებარე ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე აგრესიად აფასებს

06 აპრ 2017

რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი, შეერთებული შტატების საჰაერო თავდასხმებს ჰომსში მდებარე ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე აგრესიად აფასებს.

პუტინი თვლის, რომ აშშ-ს მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმები რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობებს ვნებს. პრეზიდენტის პრეს-სპიკერ დიმიტრი პესკოვი თქმით, აშშ საერთაშორისო კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ სერიოზულად აფერხებს.