ტაილანდში ძლიერი წყალდიდობაა

22 აგვ 2024

ტაილანდის ჩრდილოეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად 12 ათასზე მეტი ოჯახი დაზარალდა. უხვი ნალექი ტროპიკულ ციკლონს მოჰყვა. სტიქიამ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონის 7 პროვინცია მოიცვა.

დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სკოლები და საბავშვო ბაღები. დაზიანებული და განადგურებულია ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ტაილანდის პრემიერ მინისტრმა შესაბამის სახელისუფლებო უწყებებს დაზარალებული მოსახლეობისთვის  დახმარება და  სიტუაციის გაკონტროლება დაავალა.