მოსკოვში ჩინეთის პრემიერ-მინისტრი მოლაპარაკებებს მართავს

21 აგვ 2024

რუსეთის პრემიერ მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოსკოვში ჩინეთის პრემიერ მინისტრი ლი ციანი მიიღო. მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ საკითხებზე იმსჯელებენ. ლი კრემლში მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ჩინეთის პრემიერი მოსკოვში სამდღიანი ვიზიტით გუშინ ჩავიდა. რუსეთიდან იგი ბელარუსში  23 აგვისტოს გაემგზავრება.