„ქართული ოცნების“ განცხადება და შეფასებები

20 აგვ 2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა გააკეთოს  არჩევანი  ომსა და მშვიდობას,  მორალურ დეგრადაციასა და  ტრადიციულ ფასეულობებს შორის-ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭო მორიგ  განცხადებას ავრცელებს.

ვრცელ წერილში პარტია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებით, მოკლევადიანი, 4-წლიანი ამოცანა წარმატებით შესრულდება – საქართველოში გაიმარჯვებს მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეა.