დათო ევგენიძის ფესტივალი

18 აგვ 2024

საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული მრავალჟანრობრივი  მუსიკალური ფესტივალი დღეს საღამოს დაიწყება.
ღონისძიება რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება, ფესტივალზე მაყურებლის წინაშე 30-მდე მუსიკოსი წარსდგება.
ქართული მრავალჟანრობრივი მუსიკალური ფესტივალი აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ფესტივალი დღეს დაიწყება და ხვალ დასრულდება.