დონალდ ტრამპის განცხადება

18 აგვ 2024

რადიკალი გიჟი სოციალისტი კამალა ჰარისი უფრო ადვილი დასამარცხებელია, ვიდრე ჯო ბაიდენი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები აქვს და კამალა ჰარისის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ვითარება გაუარესდება. ცნობისთვის, პენსილვანიის შტატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში.

დღეს აშშ-ის კიდევ ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი პენსილვანიაში ავტობუსის ტურს მოაწყობს დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის დაწყებამდე.