აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა ხულოში

16 აგვ 2024

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, მავნებელის საწინააღმდეგო ღონისძიებებს აქტიურად განაგრძობს.

მავნებლის განადგურების მიზნით, ხულოს მუნიციპალიტეტში ღონისძიებები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება, სადაც15 -მდე ერთეული ტექნიკაა ჩართული.  აჭარაში ამ დროისთვის უკვე დამუშავებულია 15 ჰა ფართობი.