ნატოს წევრი ქვეყნები რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინის ოპერაციას მხარს უჭერენ

15 აგვ 2024

უკრაინას აქვს უფლება  დაიცვას თავი როგორც მის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ-ამის შესახებ დღეს შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პალ ჯონსონმა რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინის სამხედრო ოპერაციის კომენტირებისას განაცხადა. 

სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს წევრი შვედეთი უკრაინის გეგმების შესახებ წინასწარ არ იყო ინფორმირებული.