იაპონიის პრემიერ-მინისტრი უარს ამბობს მმართველი პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაზე

14 აგვ 2024

იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ  განაცხადა, რომ  სექტემბერში არ აპირებს ხელახლა კენჭი იყაროს მისი მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტად, რაც პოლიტიკური სკანდალებით სავსე მისი  სამწლიანი ვადის დასრულებას ნიშნავს.

კიშიდას განცხადება მოჰყვა საკამათო საეკლესიო გაერთიანებასთან პარტიის კავშირებისა  და ბოლო დროს დაურეგისტრირებელი პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ ინფორმაციების გამჟღავნებას.