16 წელი აგვისტოს ომიდან - საქართველო გმირებს იხსენებს

08 აგვ 2024

ასეულობით ადამიანის დაკარგული სიცოცხლე და 5 დღიანი ომი.  დაღუპული ჯარისკაცების ასაკი სხვადასხვაა თუმცა საერთოა გარდაცვალების თარიღი და მიზანი - ყველა ქვეყნის ერთიანობის დასაცავად იბრძოდა ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ.

გმირების გამორჩეული ისტორიები დღემდე ლეგენდებად რჩება. ნაწილის სამარადჟამო თავშესაფრად უკვე 16 წელია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოა. აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს დღეს აჭარაშიც.