აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგეს აჭარის მუნიციპალიტეტებში

08 აგვ 2024

საქართველო აგვისტოს ომის გმირებს იხსენებს. მათ ხსოვნას პატივი მიაგეს ყველა მუნიციპალიტეტში. ომში დაღუპულები გაიხსენეს მაღალმთიან აჭარაში. რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე ხულოსა და შუახევში იმყოფებოდა.

უმაღლესი საბჭოს წევრებთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან , ადგილობრივი ხელისუფლებისა და გმირების ოჯახის წევრებთან ერთად ყვავილებით შეამკო , ხულოსა და შუახევში  8  აგვისტოს გმირთა მემორიალი და აგვისტოს ომის გმირების - ნადიმ ართმელაძის, მერაბ ჭელიძის, ამირან მამალაძის, იაგო მიქელაძის საფლავები  . ხულოდან 2008 წლის ომს 13 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.