კორპუსის მშენებლობა სახლმუზეუმის გვერდით

04 აპრ 2017

ქობულეთში, 120 წლის წინ აგებული შენობა, მის გვერდით საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის გამო შესაძლოა დაზიანდეს – ამის შესახებ საზოგადო  მოღვაწის გულო კაიკაციშვილის ოჯახის წევრები საუბრობენ. სახლს მუზეუმის სტატუსი ოფიციალურად მინიჭებული არ აქვს. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ სამშენებლო კომპანიაზე ნებართვა შესაბამისი  პროცედურების გავლის შემდეგ გაიცა.