სომალიში აფეთქებას, სულ მცირე, 32 ადამიანი ემსხვერპლა

03 აგვ 2024

სომალიში, მოგადიშოს სანაპიროზე განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 32 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

როგორც მედია იტყობინება, სომალის დედაქალაქის სანაპიროზე თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა და შეიარაღებულმა პირებმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა და 63 დაშავდა.

თავდასხმა, სავარაუდოდ, ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ მებრძოლებმა განახორციელეს, რომლებიც სამხრეთ და ცენტრალური სომალის დიდ ნაწილს აკონტროლებენ.