ინფრასტრუქტურული სამუშაოები სარფში

24 მაი 2016

გზის გამაგრების სამუშაოები სარფის სანაპირო ზოლზე. პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა 110 მეტრიანი ესტაკადის რეაბილიტაცია, მოეწყო ქვისცვენის საწინააღმდეგო ბადე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ავტომაგისტრალის სავალი ნაწილის 5 მეტრით გაფართოვდება; გაიზრდება სანაპირო ზოლი; სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ღირებულება თითქმის 58 მილიონ ნახევარი ლარია. სამუშაოების მიმდინარეობას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.