“დინამო ბათუმმა” ტუზის “დეჩიჩის” ბარიერი ვერ გაიარა

31 ივლ 2024

საქართველოს ჩემპიონი “დინამო ბათუმი“ ევროტურნირების მიღმა დარჩა. 
ბათუმურმა კლუბმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ტუზის “დეჩიჩის” ბარიერი ვერ გადალახა.

"დინამომ” ბათუმში წაგებული 0:2-ის შემდეგ მონტენეგროში ფრედ 0:0 ითამაშა და შემდეგ ეტაპზე “დეჩიჩი” გავიდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე “დინამო” ბათუმი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარეთის ჩემპიონ “ლუდოგორეცთან” ორი მატჩის ჯამში 2-3 დამარცხდა.