ოპოზიცია ზურაბ პატარაძეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

04 აპრ 2017

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' აჭარის  მთავრობის თავმჯდომარეს  კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. გია აბულაძის განცხადებით,  კომპანია ''სტატოტელის'' უკან, რომელიც  მახინჯაურში  ყოფილი სასტუმრო ,,მზიურის” ტერიტორიაზე სამუშაობს აწარმოებს , ზურაბ პატარაძის ოჯახთან დაახლოებული პირი დგას.