სამი საკონსტიტუციო სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება

29 ივლ 2024

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შესული პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და დეპუტატების სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და განიხილება.

მისი განმარტებით, საკითხის განხილვას მინიმუმ 1 თვე მაინც დასჭირდება.

აღნიშნა, რომ მისთვის და ყველა მოსამართლისთვის ევროპა და ევროინტეგრაცია ყველაზე მნიშვნელოვანია.