არქეოლოგიური სამუშაოები ოთოლთას ციხეზე

27 ივლ 2024

ოთოლთას ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ითვალისწინებს გასული საუკუნის 80-იან წლებში ციხის  შიდა და  გარე ტერიტორიაზე შესწავლილი ნაგებობების, როგორც კვლევით, ისე გაწმენდით სამუშაოებს.

სამუშაოების მიზანია, ციხის მშენებლობისა და ფუნქციონირების, აქ არსებული მარნების, თონეების და სხვა შენობა-ნაგებობების ქრონოლოგიური ჩარჩოების დაზუსტება, სათანადო ფიქსაცია და მათი მომზადება სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოებისათვის.