24 ივლ 2024
ნეპალის დედაქალაქ კატმანდუდან აფრენისას სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაიწვა. დაიღუპა 18 ადამიანი.
ავიაკატასტროფას მხოლოდ მფრინავი გადაურჩა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ნეპალს აკრიტიკებენ საჰაერო უსაფრთხოების ცუდი მაჩვენებლისთვის. მხოლოდ 2023 წლის იანვარში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 72 ადამიანი დაიღუპა.