24 ივლ 2024
პარიზში ღაზაში ისრაელის ომი და ოლიმპიურ თამაშებში მისი მონაწილეობა გააპროესტეს. მომიტინგეებმა თამაშებიდან რუსეთის მსგავსად ისრაელის დელეგაციის გარიცხვა მოითხოვეს.
რუს სპორტსმენებს ეკრძალებათ თამაშებში მონაწილეობა, თუ ისინი არ ასპარეზებენ ნეიტრალური სტატუსით დროშის, ჰიმნისა და ემბლემის გარეშე.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ისრაელის ოლიმპიური გუნდი თავს კომფორტულად გრძნობს პარიზის ოლიმპიადაზე დაწესებული უსაფრთხოების ზომებით.