ნეაპოლში აივნის ჩემონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

23 ივლ 2024

ორი ადამიანი დაიღუპა და 13  დაშავდა  იტალიის ნეაპოლში აივნის ჩამონგრევის შედეგად. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო სამს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.   

ხელისუფლების განცხადებით, ნგრევის მიზეზი ჯერ უცნობია და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.