ნეთანიაჰუ მადლობას უხდის ბაიდენს ისრაელის მხარდაჭერისთვის

22 ივლ 2024

ისრაელი იქნება შეერთებული შტატების ყველაზე ძლიერი მოკავშირე ახლო აღმოსავლეთში, იმის მიუხედავად, თუ ვის აირჩევენ პრეზიდენტად ნოემბერში - განაცხადა პრემიერმა.

ვაშინგტონში გაფრენამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მადლობას უხდის ჯო ბაიდენს  ყველაფრისთვის, რაც გააკეთა ისრაელისთვის. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნეთანიაჰუ ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს შეხვდება.