საარჩევნო გადაჯგუფებები

21 ივლ 2024

საპარლამენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება,  მმართველი გუნდის ოპონენტები კი წინასაარჩევნო კონფიგურაციაზე მუშაობას განაგრძობენ. პოლიტიკურ ველზე უკვე გამოჩნდა სამი ახალი ალიანსი.

ოპოზიციის ნაწილი გაერთიანების მომხრეა, ნაწილი - წინააღმდეგი. მმართველ გუნდში ოპონენტების შანსებს აფასებენ და ამბობენ, რომ ისინი 5%-იანი ბარიერის გადალახვას გადაჯგუფებებით ცდილობენ.